22 დეკემბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის საარქივო მასალები 1946-1991″ პრეზენტაცია.
კრებულს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი და ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე.
კრებული შეადგინა ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა მერი ცუცქირიძემ; რედაქტორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი; კორექტორი – ანა ლომიძე.
დრო: 22 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.