შეხვედრა ანდრეა ფრიდლთან

ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური სემინარების ფარგლებში, 2015 წლის 12 ივნისს, შვეიცარიელი ანთროპოლოგი ანდრეა ფრიდლი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს.

ანდრეა ფრიდლი არის მკვლევარი ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტში. შეხვედრაზე ფრიდლიმ წარმოადგინა კვლევა შეთანხმებით/ მოლაპარაკებით ეთნიკურობაზე; თათარი ახალგაზრდობის იდენტობის სტრატეგიების შესახებ ყაზანში. მან ისაუბრა იდენტობის საკითხზე, რომ იდენტობა მუდმივად კონსტრუირდება, ერთი მხრივ, ელიტების მიერ და ასევე ქვემოდან, თათარი ახალგაზრდების სახით. შეხვედრაზე განხილული იყო ყაზანის დემოგრაფია და პოლიტიკური კლიმატი და, ამის ფონზე, დომინანტი დისკურსების გამოწვევები შიდა კონტექსტში. თავისი კვლევის საფუძველზე, ფრიდლიმ აჩვენა ამ ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ყველაზე ძლიერი ნარატივები მათ იდენტობასთან დაკავშირებით და თათრული ენის, ისლამისა და რუსეთთან გამმიჯნავი ინსტრუმენტების მნიშვნელობა [იდენტობის] კონსტრუირებაში. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია ფრიდლის კვლევის ირგვლივ.
ინფორმაცია ანდრეა ფრიდლის კვლევითი ინტერესებისა და პუბლიკაციების შესახებ იხილეთ აქ

Facebook