შეხვედრა ბრიუს გრანტთან

ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური სემინარების ფარგლებში, 2015 წლის 6 ივნისს, ამერიკელი ანთროპოლოგი ბრიუს გრანტი შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებს.

ბრიუს გრანტი არის ანთროპოლოგიის პროფესორი ნიუ-იორკის (აშშ) უნივერსიტეტში. ამავდროულად, იგი არის National Council for East European and Eurasian Research თავმჯდომარე. შეხვედრაზე ბრიუს გრანტმა ისაუბრა ანთროპოლოგიური კვლევის სპეციფიკასა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ. მან, ასევე, საკუთარი კვლევითი გამოცდილების საფუძველზე აჩვენა, თუ რატომ არის ანთროპოლოგის სამუშაო ზედმიწევნით მეცნიერული, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ანთროპოლოგიური კვლევის სწორად ჩატარება, სამყაროების გადმოთარგმნა. ბრიუს გრანტმა ახალგაზრდა მკვლევრების ყურადღება მიაქცია კულტურაში შინაგან დაპირისპირებებსა და რადიკალური განსხვავებების შესაძლებლობაზე. შეხვედრის ბოლოს მან უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და რეკომენდაციები გასწია ანთროპოლოგიაში მიმდინარე დებატებსა და თანამედროვე ავტორების შესახებ.
ინფორმაცია ბრიუს გრანტის კვლევითი ინტერესებისა და პუბლიკაციების შესახებ იხილეთ აქ

Facebook