დოქტორ ირაკლი დეკანოზიშვილის, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევრის, მონოგრაფია: “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy”.

წამყვანმა საერთაშორისო გამომცემლობამ, De Gruyter Brill-მა გამოსცა დოქტორ ირაკლი დეკანოზიშვილის, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევრის, მონოგრაფია: “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy”.
ნაშრომი ეხება აღიარების თეორიის მნიშვნელობას ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში. აღიარების ცნება, როგორც სოციალური ინტერპერსონალურობის სისტემური მოდელი წარმოადგენს საფუძველმდებარე პრინციპს დემოკრატიის ნორმატიული თეორიის რეკონსტრუქციასა და ხელახლა გააზრებაში.
ნაშრომში წარმოჩენილია აღიარების თეორიის მაკონსტრუირებელი მნიშვნელობა სოციალური ჯგუფების, ინსტიტუციებისა და პიროვნებების ჩამოყალიბებაში და მისი რელევანტურობა თანამედროვე მულტიკულტურულ საზოგადოებებში.
წიგნს ახლავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, აქსელ ჰონეტის წინასიტყვაობა.
მონოგრაფიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ გამომცემლობის ოფიციალურ გვერდს:
Facebook