ფილოსოფიური სემინარი: თამაზ თოხაძის მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“

7 მაისს, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამაზ თოხაძემ ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხა საჯარო მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. მომხსენებელმა პოლარიზაცია განიხილა როგორც ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრი დაშორების პროცესი და ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ არსებულ რწმენებზე, როგორიცაა ვაქცინაციის ეფექტიანობა ან ლაიმის დაავადების მკურნალობის მეთოდები.
მოხსენების პირველ ნაწილში წარმოდგენილი თეორიული და კომპუტაციური მოდელების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ პოლარიზაცია შესაძლოა წარმოიშვას ისეთ ჯგუფებშიც კი, რომელთა წევრებიც ეპისტემურად გონიერი აგენტები არიან. აქედან გამომდინარე, ამგვარ დაპირისპირებას ყოველთვის ინდივიდუალური ირაციონალურობა არ იწვევს. საჯარო ლექციის დასკვნით ნაწილში მომხსენებელმა პრობლემის საკუთარ, უკვე არსებულ პოზიციათაგან განსხვავებულ ხედვასა და შესაძლო გამოსავალზე ისაუბრა.
 
Facebook