ფილოსოფიური სემინარი: პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მოხსენება: “ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში”.

23 აპრილს, ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში გაიმართა საჯარო ლექცია, სადაც სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამარ ცოფურაშვილმა, მოხსენება წაიკითხა თემაზე: “ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში”. მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა ანტონ კათალიკოსის ორი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური შრომა, “სპეკალი“ და “კატეგორია სიმეტნე“, და მათში ასახული არისტოტელური იდეები გლობალური ინტელექტუალური ისტორიის ჭრილში გააანალიზა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ნაშრომებში ნახსენებ ავტორებსა და თემატურ მრავალფეროვნებას, რის საფუძველზეც მომხსენებელმა იმსჯელა ანტონის შემოქმედების შესაძლო პოზიციონირებაზე — უნდა მივიჩნიოთ თუ არა აღნიშნული ტექსტები მეორე სქოლასტიკის ნაწილად, თუ ისინი უფრო ადრეული ახალი დროის განმანათლებლობის ეპოქას მიეკუთვნება.

Facebook