2016 წლის 13-17 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია: „ტოპოლოგიური მეთოდები ლოგიკაში V“.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო სასწავლო-შემეცნებით ლექციებს ფართო აუდიტორიისათვის. თანამედროვე, აქტუალური ფორმალური პარადიგმების, კერძოდ, დინამიკური ეპისტემური ლოგიკის, მრავალფასა ლოგიკისა და ინტუიციონისტური ლოგიკის შესახებ ლექციები წაიკითხეს მილანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვინჩენცო მარამ და ამსტერდამის უნივერსიტეტის დოცენტმა ალექსანდრუ ბალტაგმა.
(დინამიკური) ეპისტემური ლოგიკა წარმოადგენს ლოგიკის ერთ-ერთ აქტუალურ დარგს, რომელიც სწავლობს (ცვალებადი, ინტერაქტიული) ცოდნის კორპუსის ლოგიკურ კანონებს. შესაბამისად, ის გამოიყენება ისეთ თანამედროვე მიმართულებებში, როგორებიცაა: შემეცნების თეორია, ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა და მულტიაგენტური სისტემები.
კონფერენციის დანარჩენი დღეები დაეთმო მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეულ დარგის წამყვან სპეციალისტთა მოხსენებებს უახლესი კვლევების შესახებ ალგებრული და ტოპოლოგიური ლოგიკის მიმართულებით.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ:
დოქტორი ალექსანდრე ბალტაგი – ამსტერდამის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
დოქტორი ტადეუშ ლიტაკი – იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი, მკვლევარი
ვინჩენცო მარა – მილანის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
თამარ ლანდო – კოლუმბიის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
ლევან ურიდია – რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
კლემენს კუპკე – სტრატკლაიდის უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
ვალენტინ შეხტმანი – მათემატიკის პროფესორი რუსეთიდან
კარინ ცვეტკოვა – ლუბლიანას უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
მატიას ბააზი – ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, პროფესორი
სორუშ რაფიი – ამსტერდამის უნივერსიტეტი, მკვლევარი
ანდრეი კუდინოვი – ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
ილია შაპიროვსკი – რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მკვლევარი
ჯოელ გრეგორი ლუსერო-ბრაიანი – მათემატიკის ასისტენტ-პროფესორი.
მამუკა ჯიბლაძე – რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი
თომას კრუპა – მილანის უნივერსიტეტი, მკვლევარი
სილვიო გილიარდი – მილანის უნივერსიტეტი, პროფესორი
რევაზ გრიგოლია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი
ლუკა სპადა – სალერნოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი
ბენო ვან დერ ბერგი – ამსტერდამის უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი
ალექს ციტკინი – ნიუ-იორკი
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც თავიანთი მოხსენებები წარადგინეს.
გალერეა: