გამოიცა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის სერიის “ფილოსოფიური არქივის” მესამე ტომი, რომელიც ანგია ბოჭორიშვილს ეძღვნება. ტომში წარმოდგენილია ანგია ბოჭორიშვილის აქამდე გამოუქვეყნებელი ნაშრომი “განწყობის თეორიის ფილოსოფიური პრობლემები (დ. უზნაძის განწყობის თეორია)” (1963), დანართის სახით კი საარქივო მასალები. ტომის სამეცნიერო რედაქტორებია: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე და გიორგი ხეოშვილი. წიგნის პრეზენტაცია გაიართება 5 აპრილს, 17:00 საათზე, წიგნის სახლ “ლიგამუსში” (ი. ჭავჭავაძის გამზირი, 32). ანგია ბოჭორიშვილის მეცნიერული კვლევის სფეროები იყო ზოგადი ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ფილოსოფიური ანთროპოლოგია. იგი ავტორია ათამდე ფუნდამენტური მონოგრაფიისა, რომელთა შორისაცაა: „ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები“ (3 ტომად), „ფენომენოლოგიური ესთეტიკა“, „კანტის ესთეტიკა“, „რას ამბობენ ფილოსოფოსები ადამიანის არსის შესახებ“.







