ფილოსოფიური არქივი, ტომი II,
ანგია ბოჭორიშვილი
სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე, გიორგი ხეოშვილი
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2023
ISBN 978-9941-18-322-5
ISBN 978-9941-18-413-0
„ფილოსოფიური არქივის“ მეორე ტომში წარმოდგენი- ლია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის, ზურაბ კაკაბა- ძის (1926-1982) სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც გა- მორჩეულია როგორც მოცულობით, ასევე შინაარსობრივი მრავალფეროვნებით.
ფილოსოფოსის არქივი დღეს სამ ნაწილადაა გაყოფილი: 1) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არ- ქივში ინახება ზ. კაკაბაძის მიერ ფილოსოფიის ინსტიტუ- ტში მუშაობის დროს შესრულებული წლიური სამეცნიერო შრომები და პირადი საქმის მასალები; 2) გიორგი ლეონი- ძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუ- ზეუმში დაცულია ფილოსოფოსის ხელნაწერთა ის ნაწილი, რომელიც მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნათია ამირეჯიბმა (1934-2014), გადასცა მუზეუმს; 3) ზურაბ კაკაბაძის ლიტერა- ტურული და სამეცნიერო მემკვიდრეობის ყველაზე მოცუ- ლობითი ნაწილი კი მისი მემკვიდრეების – ნინია და ირაკლი კაკაბაძეების – მფლობელობაშია. საარქივო ტომზე მომუ- შავე ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა სრულად გასცნობოდა ფილოსოფოსის არქივის სამივე ნაწილს და შეერჩია მასალა, რომელიც წინამდებარე გამოცემაშია წარმოდგენილი.