ფილოსოფიური არქივი, ტომი I,
თამაზ ბუაჩიძე
სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2019
ISBN 978-9941-18-322-5
ISBN 978-9941-18-323-2
„ფილოსოფიური არქივის“ შექმნის მიზანია ქართველი ფილოსოფოსებისა და მკვლევრების სახელმწიფო თუ კერძო არქივებში დაცული ნაშრომების გამოცემა.
„ფილოსოფიური არქივის” პირველ ტომში შესულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის არქივში (სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მასალები – ფონდი 49, აღწერა N1) დაცული თამაზ ბუაჩიძის გამოუქვეყნებელი, ერთი რეფერატული და შვიდი სამეცნიერო წლიური შრომა. აღნიშნული მასალა სრულყოფილ წარმოდგენას გვიქმნის როგორც ავტორის მსოფლმხედველობრივი ევოლუციის შესახებ, ასევე იმ სააზროვნო და იდეოლოგიურ გარემოზე, რომელშიც უწევდათ მუშაობა ფილოსოფიის ინსტიტუტში მოღვაწე მეცნიერთა მეორე თაობის წარმომადგენლებს.
ფილოსოფიური არქივი, ტომი I, თამაზ ბუაჩიძე, სამეცნიერო რედაქტორები: თამარ ცოფურაშვილი, მერი ცუცქირიძე, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2019.