უთანხმოება და მტკიცებულება
თამაზ თოხაძე
სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცხადაძე
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2018
ISBN 978-9941-18-305-8
ხშირად ჩვენი რწმენების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ისეთ პირობებში გვიწევს, როდესაც ვიცით, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ გვეთანხმება. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? გონივრულია თუ არა, რომ სადავო საკითხებზე მყარი პოზიცია გვქონდეს?
წარმოდგენილი წიგნი უთანხმოების შესახებაა. ნაშრომის ცენტრალური კითხვა უთანხმოების ეპისტემურ ღირებულებას ეხება: რა როლს უნდა ასრულებდეს უთანხმოების აღმოჩენა ჩვენი მოსაზრებების ფორმირებასა და კორექციაში?
წიგნის ძირითადი არგუმენტი ეპისტემური თავმდაბლობის აუცილებლობას ამტკიცებს. იმ თვალსაზრისის მიხედვით, რომელსაც ავტორი იცავს, კვალიფიციურ და კომპეტენტურ ადამიანთან უთანხმოება უნდა გვიბიძგებდეს იმისკენ, რომ ნაკლებად ვიყოთ დარწმუნებული სადავო პოზიციების სისწორეში, ვიდრე უთანხმოების ფაქტის გამოაშკარავებამდე ვიყავით.
უთანხმოება და მტკიცებულება, თამაზ თოხაძე, სამეცნიერო რედაქტორი თამარ ცხადაძე, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2018.