ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში
ჯილიან რ. ევანსი
მთარგმნელი დავით თინიკაშვილი
სამეცნიერო რედაქტორი თეიმურაზ ბუაძე
სერია “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” წიგნი 4
(სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი)
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 2014
ISBN: 978-9941-18-207-5
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯილიან ევანსის წიგნი „ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში“ მოკლედ მიმოიხილავს ქრისტიანულ დასავლეთში შუა საუკუნეებში არსებულ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ-თეოლოგიურ იდეებს, რადგან, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, სწორედ დასავლეთში მიმდინარეობს ფილოსოფიური აზრის არსებითი განვითარება. ავტორი მსჯელობს ფილოსოფიის, თეოლოგიის, დიალექტიკური აზროვნების, გამოცხადების ურთიერთმიმართებისა და მათ მიმართ შუა საუკუნეების მოაზროვნეთა დამოკიდებულებების შესახებ. განხილულია ის წყაროები, რომლითაც სარგებლობდნენ დასავლელი თეოლოგები და ფილოსოფოსები. წიგნში მოკლედ გადმოცემულია მონასტრებში წარმოქმნილი თეოლოგიური სკოლების გამოყოფა, რამაც განაპირობა შემდგომში ევროპული უნივერსიტეტების ჩამოყალიბება.
წიგნის ქართული თარგმანი მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს შუა საუკუნეების ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფოსთა და თეოლოგთა ძირითად ნააზრევს, როგორებიც არიან ავგუსტინე, თომა აქვინელი, ანსელმ კენტერბერიელი, ბოეციუსი და სხვ.
ნაშრომი დაეხმარება ფილოსოფიის, თეოლოგიის, ლინგვისტიკისა და, ზოგადად, დასავლეთში იდეების განვითარების ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი წარმოგვიდგენს თემების ფართო სპექტრს, რომლებიც, ბუნებრივია, დაწვრილებით არ არის განხილული ასეთი მოცულობის წიგნში. შესაბამისად, ის გამოსადეგი იქნება შესავალი კურსებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს სახით.
ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში, ჯილიან რ. ევანსი, მთარგმნელი დავით თინიკაშვილი, სამეცნიერო რედაქტორი თეიმურაზ ბუაძე, ფილოსოფიური ბიბლიოთეკა 4 (სერიის რედაქტორი თამარ ცოფურაშვილი), სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2014.